იტალიაში 28 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალგაზრდა ქართველმა ისარგებლა, რომ სახლში მხოლოდ 90 წლის ქალი იმყოფებოდა და გასაძარცვად შეიპარა.
ხანდაზმული ქალის მეზობლებმა დაინახეს, რომ ქალის სახლში უცხო პირი შეიპარა და სამართალდამცავებს აცნობეს.
ადგილზე მისულმა იტალიელმა პოლიციელებმა 28 წლის ბიჭი დააკავეს.