უცხოეთში 3 ქართველი დააკავეს

2023-11-25 16:01:46

პოლონეთში, ქალაქ ვოლაში მანქანის გატეხვისა და ქურდობისთვის საქართველოს სამიმოქალაქე დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, 40, 41 და 22 წლის ქართველებმა ავტოსადგომზე გაჩერებული "აუდის" მარკის ავტომანქანა გატეხეს და იქიდან ნივთები მოიპარეს.

პოლიციამ ისინი ცხელ კვალზე დააკავა. დაკავებულ ქართველებს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

გაირკვა, რომ დაკავებულებს ჩადენილი დანაშაულების ჩანაწერებიც ჰქონდათ. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.