საქართველოში ფინანსური პირამიდის შექმნაში ეჭვმიტანილი დააკავეს

2023-11-23 13:15:43

საქართველოში დააკავეს ფინანსური პირამიდის შექმნასა და მართვაში ეჭვმიტანილი ყაზახეთის მოქალაქე.

ინფორმაციას ყაზახეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს და წერს, რომ პირი 2020 წლის მარტიდან იძებნებოდა.

უწყება ამბობს, რომ ფინანსური პირამიდით ზარალმა 3,6 მილიარდ ყაზახურ ტენგეზე მეტი შეადგინა.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეში 600-ზე მეტი დაზარალებული ფიგურირებს.

მათივე ცნობით, მხარეები ახლა დაკავებულის ექსტრადიციის საკითხზე მსჯელობენ.