ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, კერძო პირი, სოფელ რგანში სარიტუალო დარბაზში სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა, რა დროსაც კედელი ჩამოინგრა.
ნგრევამ კი იქ მყოფი პირები მოიყოლა.
დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.