დიდთოვლობის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია

2023-11-17 19:52:27

ჩოხატაური-ბახმაროსა და ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა - ინფორმაციას საავტომობილო გზებისდეპარტამენტი ავრცელებს. 

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - წერია განცხადებაში.