ოზურგეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმირჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევუს დროს ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.