ერევანში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტის შენობაში აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისთვის სულ მცირე 1 დაღუპულია, 3 კი დაშავებული.
ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაიღუპა ერთი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება სარდაფში მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მიზეზი, ჯერ უცნობია.