კიდევ რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება

2023-11-16 11:50:45

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მარის არხის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან  დაკავშირებით დღეს, 16 ნოემბერს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

მარის არხი, წმ. ნინოს, წერეთლის, ლ.იოსებიძის ((შესახვევით) და მშენებელთა N16,18-ს 

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.