"მის სამყარო 2017"-ის გამარჯვებული ცნობილია (video)

2017-11-27 16:03:59

გუშინ, ლას-ვეგასში „მის სამყარო 2017“ ჩატარდა. კონკურსში გამარჯვებისთვის მსოფლიოს მასშტაბით 99 კონკურსანტი იბრძოდა. „მის სამყარო 2017"-ში მონაწილეობა მიიღო რუსთაველმა მოდელმაც, თუმცა, სამწუხაროდ, იგი საუკეთესო 16 მონაწილეში ვერ მოხვდა. მოდელები ოთხ კატეგორიად იყვნენ დაყოფილნი: ამერიკა, ევროპა, აფრიკა და აზია-წყნაროკეანეთი.  თითოეული კატეგორიიდან კონკურსის ჟიურიმ ოთხი მოდელი აარჩია. 16 მონაწილიდან კი 10 მონაწილე შეირჩა. კონკურსის ბოლო ეტაპზე 3 მოდელი: მის კოლუმბია, მის იამაიკა და მის სამხრეთ აფრიკა გადავიდა. „მის სამყარო 2017“-ის ტიტული სამხრეთ აფრიკელ მოდელს, დემი-ლი ნელპიტერსს ერგო. მეორე ადგილი კოლუმბიელმა მოდელმა, ლაურა გონსალესმა, ხოლო მესამე ადგილი იამაიკელმა მონაწილემ, დავინა ბენეტმა დაიკავა. ნახეთ რუთაველი მოდელის ვიდეო რგოლი.