თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე საბავშვო ბაღთან სროლა იყო.
ორ პირს შორის კონფლიქტი ძაღლის გასეირნებას მოყვა.
დაჭრილია ბაღის აღსაზრდელის მშობელი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.