2023-11-12 20:30:20
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგში დაკარგული დავით ტყებუჩავა იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის უვნებელია.
ოჯახის წევრები სამართალდამცავებთან ერთად 40 წლამდე კაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ის სამი დღის წინ გაუჩინარდა.