ქუთაისში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გუგუნავას ქუჩაზე, მშენებარე შენობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა დაწყებული.