რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა დამრიგებელს სიურპრიზი მოუწყვეს და დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცეს. [ვიდეო/video]
გაკვეთილებს შორის შესვენებაზე მოსწავლეებმა საკლასო ოთახში გაითამაშეს, თითქოს ერთმანეთში ჩხუბობდნენ.
რამდენიმე ბავშვმა დამრიგებელს ამ ჩხუბის შესახებ შეატყობინა.
კლასში შესულმა დამრიგებელმა "ჩხუბში" ჩართული მოსწავლეები გაშველება და დაწყნარება სცადა, რა დროსაც მოსწავლეებმა ყვავილები და სანთლებ ანთებული ტორტი მიართვეს.