თურქეთში პროვინცია ჰათაის კირიჰანის რაიონში 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (AFAD) იტყობინება. მიწისძვრა 8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.