ოზურგეთში, 33 წლის კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა.
საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოიკვეთა, რომ 14 წლის გოგოს მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას.
ბრალდებით სამართალდამცავებმა 33 წლის მამაკაცი დააკავეს.
მოზარდი ამბობს, რომ კაცმა მასზე სექსუალურად იძალადა, თუმცა დაკავებული ბრალდებებს უარყოფს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებასა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას გულისხმობს.