ოზურგეთში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს.
ცნობილი ხდება, რომ შემთხვევა ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კაცი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო.