ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 1 პირია დაკავებული და გამოძიება მიმდინარეობს.
ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.