"დასაქმებულთა 24%-ს ხელფასები გაეზრდება"

2023-11-07 17:53:41

მომავალი წლიდან ყველა საჯარო მოხელეს 10%-ით გაეზრდება ანაზღაურება. აღნიშნულს გულისხმობს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო მოხელეთა ანაზღაურება ყოველწლიურად იზრდება 10%-ით.

ოფიციალური მონაცემებით, ხელფასის მატება შეეხება მთლიანად დასაქმებულთა 24%-ს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, სულ დასაქმებული იყო 1 283 700 ადამიანი, აქედან სახელმწიფო სექტორში მუშაობდა - 308 ათასი, ხოლო არასახელმწიფოში - 975 700 კაცი.