თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 1,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა კიდევ ერთ ბრალდებულს - კომპანია "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს.
ამ საქმეზე პატიმრობა აქვს მისჯილი კიდევ 9 ადამიანს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.
13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი, მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.