კვიპროსში, ავარიას 33 წლის ქართველი ემსხვერპლა

2023-10-06 13:30:49

კვიპროსში, ქალაქ პაფოსში ავარიის 33 წლის ქართველი კაცი ემსხვერპლა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით ახალგაზრდა ქართველს ღამის საათებში, როდესაც გზაზე გადადიოდა ტრაილერი დაეჯახა. კაცი ადგილზევე დაიღუპა, ტრაილერის მძღოლი კი მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა მოგვიანებით დააკავეს.

33 წლის ქართველი კვიპროსში რამდენიმე თვის წინ სამუშაოდ წავიდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები