თბილისში, საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" გაქურდეს.
კლუბიდან მოიპარეს ბუცები, გეტრები, საფეხბურთო ფორმები სხვადასხვა ძვირადღირებული ინვენტარი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.