როგორ უნდა მოიქცე გაუთვალისწინებელი ავტოსაგზაო შემთხვევების დროს

2023-11-05 13:00:57

როგორ უნდა მოიქცე გაუთვალისწინებელი ავტოსაგზაო შემთხვევების დროს


წარმოიდგინე, რომ საჭესთან ზიხარ, მუსიკას უსმენ და სამსახურისკენ მიდიხარ. უცბად შენი მანქანა ჩერდება და წინ აღარ მიდის. ცდილობ დაქოქვას, მაგრამ ვერაფერს ცვლი. უეცრად სასოწარკვეთა გიპყრობს. არ იცი, როგორ მოიქცე, ვის მიმართო დასახმარებლად. არც სამსახურში დაგვიანება გინდა. ასეთი სიტუაციისთვის ყველა მძღოლი მზად უნდა იყოს.


უკვე გქონია მსგავსი შემთხვევა? იმისთვის, რომ შემდეგში არ დაიბნე, შენთვის რამდენიმე რჩევა გვაქვს. კრიზისული სიტუაციების მართვა არც თუ მარტივი, მაგრამ შესაძლებელია. წინასწარი მომზადების შემთხვევაში კი, ყველა უსიამოვნო სიურპრიზს წარმატებით გაართმევ თავს. 

პირველადი უსაფრთხოების ზომები

პირველი, რაც ასეთ დროს უნდა მოიმოქმედო, საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა და ავტომობილის შესაბამისი ნიშნით აღჭურვაა. ამგვარად, მოახლოებულ მძღოლებს შეფერხებასთან დაკავშირებით დროულად გააფრთხილებ. ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანია შენი და გარშემო მყოფების კეთილდღეობისთვის. 

როგორ უნდა მართო სიტუაცია

კრიზისულ სიტუაციებში ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნებაა. წნეხის ქვეშ მოქმედება იოლი არაა, და მაინც, თუ უკვე იცი, რა ნაბიჯები უნდა გადადგა, ყველაფერი ექსცესების გარეშე, უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩაივლის. 


ცხადია, ამ ვითარებაში აუცილებლად დაგჭირდება იმ ადამიანის დახმარება, ვინც მსგავს საკითხებში გამოცდილი და პროფესიონალია. გამოიძახე ევაკუატორი და მშვიდად დაელოდე მის მოსვლას. შემდგომი ეტაპები უკვე მასთან ერთად შეგიძლია გაიარო. 

რა ეტაპებს მოიცავს მანქანის ევაკუაცია

დღესდღეობით ევაკუაციის სერვისი მოიცავს როგორც მანქანისთვის პროფილაქტიკური დახმარების გაწევას, ისე საწვავის მიტანას. გარემოებებიდან გამომდინარე, ევაკუაციისას შენს ყველა სპეციფიკურ მოთხოვნას გაითვალისწინებენ. 


იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის შეკეთება ადგილზევე შესაძლებელია, სულ მალე შეძლებ გზის გაგრძელებას. საჭიროების შემთხვევაში კი, ამწეთი აღჭურვილი ევაკუატორი ტრანსპორტს სერვის ცენტრში გადაიყვანს, სადაც შენი ავტომობილის შეკეთებაზე იზრუნებენ. 

ვის უნდა მიმართო

ევაკუატორის როლი მთელ ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. იმისთვის, რომ დახმარება სანდო წყაროსგან მიიღო, წინასწარ დაიჭირე თადარიგი და მოიძიე საიმედო საევაკუაციო სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია. საჭირო დროს, სწორედ მას დაუკავშირდები. ამგვარად დაზოგავ დროსაც და გადაწყვეტილებას ნაჩქარევად არ მიიღებ.

როგორ უნდა შედგეს სწორი კომუნიკაცია

სწორ კომუნიკაციას ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეცადე, ოპერატორს ყოველივე მაქსიმალურად მშვიდად და გარკვევით აუხსნა. დარეკვამდე წინასწარ გაარკვიე ზუსტი მისამართი, სადაც გინდა, რომ მოგაკითხონ. ასე დახმარება შენამდე მარტივად მოვა და ლოკაციის ძიებაზე დრო ამაოდ არ დაიკარგება.

ხარჯები

ევაკუატორის გამოძახებამდე ზუსტად გაარკვიე, რა გზით ხდება ანგარიშსწორება. დარწმუნდი, რომ სერვისის ღირებულება შენთვის მისაღები ფასის ფარგლებშია. 

ევაკუაციის შემდგომი ნაბიჯები

სანამ მანქანას დანიშნულების ადგილას გადაიყვანენ, მოაგროვე ყველა ნივთი, რომელიც შიგნით გიდევს და ერთად მოუყარე თავი. გაარკვიე ზუსტი ადგილმდებარეობა, სადაც ავტომობილი უნდა მიიყვანონ. ჩაიწერე კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია. გაითვალისწინე, რომ დიაგნოსტიკის შემდეგ დაზიანების სიმძიმის მიხედვით, შესაძლოა მანქანის პროფილაქტიკაში გადაყვანა მოგიწიოს. 

შეჯამება

გაუთვალისწინებელი ავტოსაგზაო შემთხვევები იშვიათობა არაა. საბედნიეროდ, დღეს იძულებული არ ხარ ამ ტიპის პრობლემებს მარტო გაუმკლავდე. მთავარია, არ დაიბნე და გახსოვდეს, რომ პროფესიონალთა ჯგუფი მუდმივად მზადაა შენს დასახმარებლად. მიიღე უსაფრთხოების პირველადი ზომები, გამოიძახე ევაკუატორი და მშვიდად დაელოდე მის მოსვლას. ევაკუირების გამოცდილი გუნდი ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარება.