“ავერსის” კლინიკიდან სამი გაქცული პატიმრის საქმეზე დააკავეს ბადრაგი, რომელსაც მათი მეთვალყურეობა ევალებოდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
ის 2 ნოემბერს 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც პატიმრის გაქცევა გამოიწვია.
შეგახსენებთ, 1 ნოემბერს “ავერსის” კლინიკაში სამედიცინო შემოწმებაზე მიყვანილი სამი პატიმარი კლინიკის შენობიდან გაიქცა.
გაქცეული პატიმრებიდან ერთ-ერთი უკვე დააკავეს.