ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგეს (ფოტოები).

2016-12-12 11:09:33

ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებიდან 13 წელი გავიდა. მის ხსოვნას პატივი დღეს აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში აზარ ჰუსეინმა, მხარის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ მიაგეს. მათ ჰეიდარ ალიევის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

" ჰეიდარ ალიევი ქვეყანას სათავეში ძალიან რთულ პერიოდში ჩაუდგა. მან უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში. მისი დამსახურებით ჩამოყალიბდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობა. მადლობა დღევანდელ ხელისუფლებას რომ ეს ურთიერთობა დღესაც ნარჩუნდება." განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში.