ჩხოროწყუს რაიონში, მუხურა-ლუგელას მთაში ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანებაა.
ცეცხლი ტყის წიწვოვან საფარს უკიდიa.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი და მეხანძრეების ცოცხალი ძალა.
რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერამდე სპეცტექნიკა ვერ მიდის, რის გამოც მეხანძრე-მაშველებს ფეხით უწევთ გადაადგილება.