ლომბარდი დააყაჩაღეს და 800 000 დოლარამდე თანხა წაიღეს

2023-10-31 18:08:48

თბილისში, ჭავჭავაძის 37 ნომერში ლომბარდი დააყაჩაღეს.

ლომბარდ "ტონვექსიდან" წაღებულია დაახლოებით 800 000 აშშ დოლარი.

როგორც შინაგან საქამეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ დაკავებულია 2 პირი, ხოლო გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.