რის გამო შეიძლება დაჯარიმდეთ რუსთავში 6000-დან 2500 ლარამდე თანხით

2023-10-25 17:55:43

რუსთავში უკანონო, უნებართვო კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი ან/და რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობების გამო, შესაძლოა მინიმუმ 6000 ლარით დაჯარიმდეთ.

ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს ჯარიმის ოდენობა დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე განესაზღვრება.

უკანონო, უნებართვო მშენებლობებისთვის, რომელთა შორისაც არის სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, მაქსიმალური საჯარიმო თანხა 25 000 ლარია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბაჩო ხაჩიძემ განუცხადა 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ქალაქის მასშტაბით უკანონო მშენებლობების გამო 78 მითითებაა გამოწერილი, საიდანაც 14  შემთხვევაში ჯარიმა დაიწერა, ხოლო  სანებართვო პირობების დარღვევისთვის 10 სამშენებლო კომპანია და 8 ფიზიკური პირის საერთო ჯამში 86 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.