პოლონეთში, გდანსკის ცენტრში 28 წლის ქართველს თავს დაესხნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქართველს 41 წლის პოლონელი თავს დაესხა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა.
პოლიციამ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა.
პოლონელი პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც ბრალი დისკრიმინაციის მუხლით წაუყენეს. დაკავებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დაშავებული 28 წლის ქართველი კი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოშია გადაყვანილი.