რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა სრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობას ასრულებს
პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ღირებულება 21 მილიონ ლარამდეა.
ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტული კომპლექსი 1500 მაყურებელზეა გათვლილი და მასში.
სპორტკომპლექსში სპორტის სხვადასხვა სახეობის, კერძოდ - კრივის, კალათბურთის, ხელბურთისა და მინი ფეხბურთის დარბაზები უკვე მოეწყო.
შენობაში გათვალისწინებულია ყველა საჭირო სივრცის: გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი ოთახებისა და სველი წერტილების მოწყობა.
იქვე განთავსდება ღია კაფე, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა.
სპორტული კომპლექსის მიმდებარედ მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, რომელთა გასწვრივაც გარე განათების ლამპიონები დამონტაჟდა.
მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.