ახალციხე - რუსთავის გზაზე, ე.წ. ციმბირის მოსახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია, სახანძრო-სამაშველოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის ერთმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა. ერთი მათგანი კი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
წყარო: მეცხრე არხი