სად იზღუდება რუსთავში წყლის მიწოდება

2023-10-27 19:52:47

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მე-7 მიკრო რაიონის N12-ში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან  დაკავშირებით ხვალ, 28 ოქტომბერს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მე-7 მ/რ-ის  N 7, 8, 10, 12, 13, 14, 15 და შარტავას 6 და 8 ნომრებს.

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.