პოლონეთში, ბოულინგის კლუბთან ჩხუბის გამო 8 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთს ბრალი მკვლელობის მცდელობაში ედება, როგორც პოლონური მედია წერს, ის ქართველია.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი 26 წლისაა და კლუბის წინ შეკრებილ ადამიანთა ჯგუფში მანქანით შევარდა. პოლიცია ამბობს, რომ ის შეკრებილებს განზრახ დაეჯახა და მანქანას ნასვამი მართავდა.
ქართველს 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
მომხდარი დაპირისპირების გამო ბრალი სამ პოლონელსა და ხუთ ქართველს აქვს წარდგენილი.