კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მე-20 მიკრო რაიონის N13-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 27 ოქტომბერს 10:30 საათიდან 16:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
მე-20 მიკრო რაიონის 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20 ნომრებს.
კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.