გერმანიაში, სიგარეტის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 37 წლის კაცია.
ქურდობაში ქართველთან ერთად, კიდევ ერთი პირი მონაწილეობდა, თუმცა მან მიმალვა შეძლო.
მალვაში მყოფი პირის საძიებო სამუშაოებში საპოლიციო ძალებთან ერთად ვერტმფრენიც იყო ჩართული.