რუსთავში კაცი დააკავეს.
"ინფო რუთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირის მიმდებარედ, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებ 40 წლამდე ქალსა და მის ყოფილ ქმარს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას კამათი მოჰყვა, რა დროსაც 40 წლამდე კაცი ყოფილ ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.