"გაღიზიანებული დედა ბავშვს ვერ აღზრდის"

2023-10-25 13:09:38

"გაღიზიანებული დედა ბავშვს ვერ აღზრდი, როცა ის გაღიზიანებულია და ბავშვს რისხვით უყურებს, იმ დროს სიყვარული ქრება და სადაც სიყვარული არ არის, იქ აღზრდა არ არსებობს",- ამის შესახებ პედაგოგმა და ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა "ინფო რუსთავთან" განაცხადა.

მისი თქმით, როცა მშობელი ბავშვს უყვირის, უკრძალავს რამის გაკეთებას, ცელქობას, ამას არა აღზრდა, არამედ აღზრდის ჩაშლა ქვია.

"ყველა მშობელს რას ვურჩევ იცით? მეკითხებიან, აბა რა არის მთავარი. მთავარია საკუთარი თავის აღზრდა, ვიდრე ბავშვის აღზრდას დაიწყებ, ჯერ შენს თავს მიხედე. რომ ყვირი, ეჩხუბები ბავშვს, ეუბნები არ გააკეთო, ნუ ცელქობ, ნუ მიდიხარ, გეყოფა და სხვა. ეს რა არის? ამას დავარქვათ აღზრდა? ეს არის აღზრდის ჩაშლა. გაღიზიანებული დედა ბავშვს ვერ აღზრდი, როცა ის გაღიზიანებულია და ბავშვს რისხვით უყურებს, იმ დროს სიყვარული ქრება და სადაც სიყვარული არ არის, იქ აღზრდა არ არსებობს.

ამიტომ ყველა დედა, რომ გაღიზიანდება რა ემართებათ? ეჭყანებათ სახე, ადრე ბერდებიან. ესეც რომ არ იყოს, ბავშვს გაღიზიანება ზიანს აყენებს. ამრიგად, დღეიდან, ამ წუთიდან გაღიზიანება, როგორც ასეთი უნდა მოვსპოთ ჩვენს ცხოვრებაში. და არავინ არა თქვას, აბა არ გავბრაზდე, როცა ბავშვი აშავებს, არა, არ გაბრაზე, შენს თავს გაუბრაზდი თუ ძალიან გინდა, ოღონდ გადი ცალკე იქ გაუბრაზდი",- ამბობს შალვა ამონაშვილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები