ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
ავტომობილში ერთი ოჯახის ექვსი წევრი იჯდა, ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.