რუსთავში 2 კვირაა დაკარგულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ

2023-10-20 19:52:42

რუსთავში ორი კვირაა დაკარგულ უჩა ცაბაძეს ეძებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული მამაკაცის დამ განუცხადა, 39 წლის კაცი ბოლოს 14 ოქტომბერს თბილისში, დიდუბის სადგურზე შენიშნეს.

ქალის თქმით, მისი ძმის საძიებო სამუშაოებში სამართალდამცავებიც არიან ჩართულები.

თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას, დარეკეთ ნომერზე - 511191754.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები