იცოდი? - როდის და სად გაიხსნა რუსთავში პირველი სავაჭრო ცენტრი

2020-10-24 11:45:38

იცოდი? - როდის და სად გაიხსნა რუსთავში პირველი სავაჭრო ცენტრი

70-80-იან წლებში ახალი რუსთავის ტერიტორიაზე სხვადასხვა უბნების აქტიური მშენებლობა მიმდინარეობდა. სწორე 80-იანების დასაწყრისში, მე-20 და 21-ე მიკრორაიონების განაშენიანების გამო, ქალაქში პირველი დიდი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დაიწყო.

სავაჭრო ცენტრი მთელს რეგიონში პირველი იყო და და ის ოფიციალურად 1987 წელს გაიხსნა. სამ სართულიან დიდ შენობაში თავს იყრიდა ყველაფერი. პირველ სართულზე იყო სანაყინე და საკონდიტრო, ზოგიერთი რუსთაველი იხსენებს, რომ აქ ყველაზე გემრიელი ნაყინი და ტკბილეული იყიდებოდა.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები