როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-10-23 17:41:31
კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის შარტავა-ლომოურის კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს. სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს , 23 ოქტომბერს 17:00 საათიდან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

თოდრიას (ჩიხებით) კლდიაშვილის (ლუწებს), მეგობრობის 29-47-ის ჩათვლით, მე-14 ნ/რ-ს, მე-15 მ/რ-ს, შარტავას- 5, 7, 9, 11, 15, ლესელიძის 28,30, ლეონიძის 2, 4, 6, და მესხიშვილის ქუჩას გასასვლელებით.