რუსთავში რამდენიმე ქუჩა გადაკეტილია

2023-10-23 13:30:51

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” რუსთაველები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ რამდენიმე ქუჩაზე “სამხედროები” არიან მობილიზებულები.

როგორც “ინფო რუსთავმა” გაარკვია, ასლანიკაშვილის ქუჩაზე, ჟიული შარტავას მოღვაწეობის შესახებ კინოს, სახელწოდებით “სოხუმის დაკარგვის ბოლო 3 დღეს” იღებენ.

გადაღებები 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება.