რუსთაველმა ალექსანდრე წივწივაძემ ნიჩბოსნობაში კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ტურნირში მონაწილეობას 12 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა.
სპორტსმენისთვის მარტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ეს პირველი ტურნირი და პირველი მოგებული ოქროსა და ვერცხლის მედალებია.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.