რამდენი ადამიანი გამოაბრუნეს რეადმისიის ფარგლებში ევროკავშირიდან საქართველოში

2023-10-22 14:37:55

2023 წლის იანვარ-სექტემბერში რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 3 387 პირზე გაიცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელს, წლიურად კი რეადმისირებული იქნა საქართველოს 3 034 მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ წელს ყველაზე მეტი - 2 202 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს.

ევროკავშირის 10 ქვეყანას, საიდანაც 2023 წლის 9 თვეში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქის რეადმისია განხორციელდა:

გერმანია - 2 202

საფრანგეთი - 468

საბერძნეთი - 136

შვეიცარია - 132

პოლონეთი - 69

იტალია - 69

ესპანეთი - 63

ნიდერლანდები - 61

ბელგია - 44

შვედეთი - 30