ვარდისფერი ოქტომბერი - ძუძუს კიბოს ცნობადობის თვე

2023-10-22 14:31:38

ვარდისფერი ოქტომბერი - ძუძუს კიბოს ცნობადობის თვე.

საკითხთან დაკავშირებით, "ინფო რუისთავთან", მარდალეიშვილის სამედიცი ცენტრის ონკო-ქირურგმა თინათინ დუნდუამ ისაუბრა.

მისი თქმით, მსოფლიოში ამ დიაგნოზის მატარებელი პაციენტების რიცხვმა იმატა, თუმცა ძუძუს კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.

რაც შეეხება საქართველოს, ონკო-ქირურგის ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში, სკრინინგულ კვლევას 40 % იტარებს.

თინათინ დუნდუა იმ სიმპტომებზე საუბროს, რასაც პაციენტმა ყურადრება უნდა მიაქციოს:

"ყველა ქალბატონი უნდა იტარებდეს თვითგასინჯვას. თვითგასინჯვა უნდა წარმოებდეს თვეში ერთხელ და ნებისმიერი ცვლიების შემთხვევაში ძუძუში რაც შეიძლება რომ არსებობდეს - ეს არის  კანზე სიწითლე, დვრილიდან მუქი ფერის გამონადენი, კანის გასქელება, ძუძუს ფორმის შეცვლა, ძუძუში მკვრივი უბნის არსებობა, ასევე იღლიაში კვანძოვანი წარმონაქმნის არსებობა, ნებისმიერი ერთ-ერთი სიმპტომის აღმჩენის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექმის"

თინათინ დუნდუა, ასევე საუბრობს პროფილაქტიკური კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით 40-დან 6-წლამდე ქალბატონებში.

"მაშინ როცა სიმპტომები არ არის, აუცილებელია ჩავიტაროთ პროფილაქტიკური კვლევები, ჩავიტაროთ ონკო-მამოლოგის კონსულტაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა დაავადების გართულება."