საბერძნეთში 3 ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 18, 36 და 40 წლის მამაკაცები ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ქურდობის მიზნით ფანჯრიდან შეიპარნენ.
სამართალდამცავების გამოჩენის შემდეგ, ერთ-ერთი ადგილიდან გაქცევას შეეცადა, თუმცა პოლიციამ დევნის შემდეგ მისი დაკავება შეძლო.
მეორე ქართველი სახლში ერთ-ერთი საწოლის ქვეშ დაიმალა, მესამე კი ტანსაცმლის კარადაში.
პოლიციამ ორივე მათგანი დააკავა.