სახერხი საამქრო დაილუქა

2023-10-22 12:23:25

 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ გურძემში, მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, დამხმარე ნაგებობაში ჰქონდა დამონტაჟებული.
სახერხი საამქრო დაილუქა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.