რუსთავში მამამთილმა რძალს სცემა

2023-10-10 20:44:06

რუსთავში მამამთილმა რძალს სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, ერთერთ საცხოვრებელ ბინაში 70 წლამდე კაცსა და 40 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი შელაპარაკება კამათში გადაიზარდა რაც ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მამამთილმა რძალს სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.