როგორია რუსთავში მე-3 სართულიდან გადმოვარდნილი 11 წლის გოგოს მდგომარეობა

2023-10-18 14:43:12

რუსთაველი 11 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა, სტაბილურია.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ჯეო ჰოსპიტალში განუცხადეს, სადაც მოზარდი ვარდნის შემდეგ გადაიყვანეს.

11 წლის გოგო რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.

მან მე-3 სართულიდან გადმოვარდნის დროს მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, დაჟეჟილი აქვს ფილტვებიც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები