რუსთავში CO-თი დედა და 3 მცირეწლოვანი მოიწამლა

2023-10-17 18:31:12

რუსთავში, თბილისის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი და მისი 3 არასრულწლოვანი შვილი CO-თი მოიწამლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გაარკვია, საცხოვრებელ სახლში ნახშიროჟანგის დაგროვება გაუმართავმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

ინტოქსიკაციის შემდეგ ქალი და მისი შვილები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.