როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-10-16 12:52:31

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის შემოსასვლელში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 16 ოქტომბერს 12:15 საათიდან 18:15 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

გ.ჩოხელის (გასასვლელებით), გ.დოლიძის (გასასვლელებით) და გონაშვილის ქუჩებს.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.